მასტერსი ედგარ ლი
გაზიარება

ჰენრი თრიფი (მთარგმნელი: ქარდა ქარდუხი) 

ბანკი გაკოტრდა და დავკარგე მეც დანაზოგი,
შემზარდა ყოფნა სფუნ რივერში გადამქანცველი
და მომივიდა თავში აზრად აქედან წასვლა,
დატოვება ჩემი ოჯახის და საცხოვრისის;
ჩამოდგა ღამის მატარებელი და სწორედ მაშინ
საფეხურიდან ჩამოხტნენ სწრაფად
ქული გრინი და მარტინ ვაიზი,
გამართეს ჩხუბი ძველი დავის გადასაწყვეტად
ისე ურტყამდნენ ერთმანეთს მუშტებს,
რომ ხელჯოხები გეგონებოდათ.
ისე სჩანდა, რომ გამარჯვება გრინს ერგებოდა
და სწორედ მაშინ სისხლით მოთხვრილ სახეზე ქულის
გამოეხატა ქლესა ღიმილი, მიეყრდნო მარტინს
და შეჰღაღადა "ჩვენ ძმაკაცები არა ვართ, მარტინ?
მეგობრები ვართ, მარტინ, არ იცი?
უერთგულესი შენი ძმაკაცი!"
და სწორედ მაშინ საშინელი მუშტით მარტინმა ძირს დაანარცხა,
ვით მოკვეთილი.
მე დამაკავეს, როგორც მოწმე და დამაყოვნეს,
წავიდა ჩემი მატარებელი, შევრჩი სფუნ რივერს,
რათა მებრძოლა საწუთროსთან აღსასრულამდე.
ჰოი, ქული გრინ, შენ აღმოჩნდი ჩემი მწე-მხსნელი,
წლებისგან ასე დავარდნილი და შერცხვენილი
ქუჩებში უგრძნოდ მოხეტიალე,
და მოწადინე რომ შემოსო დაჩირქებული სული ძონძებით,
ვინაც ბოლომდე ვერ იბრძოლე გამარჯვებისთვის.

??????