მასტერსი ედგარ ლი
გაზიარება

ქელვინ ქემფბელი (მთარგმნელი: ქარდა ქარდუხი) 

თქვენ, ვინც განაგებთ ბედისწერას, ერთი მითხარით,
როგორ ხდება რომ სამაროვნებში,
მდინარის გასწვრივ,
მზის ქვეშ, სამხრეთის ქარის პირისპირ,
ჰაერიდან და ნიადაგიდან შეიწოვა ერთმა მცენარემ
საწამლავი და გადაიქცა მომწამვლელ სუროდ,
ხოლო მეორემ შეიწოვა ფერები და ტკბილი ნექტარი
და ხემარწყვად ამოიზარდა?
და ორივე მშვენივრად ყვავის?
თქვენ შეგიძლიათ, სფუნ რივერი მიიჩნიოთ ამის მიზეზად
და ბრალი დასდოთ,
მაგრამ ვის დასდებთ ბრალს საკუთარ სულისკნელისთვის,
თავისი სული რომ გამოიხრა და თქვენ გაქციათ ბაბუაწვერად,
ლემად, მჟაუნად თუ ხარიკუდად
და არასოდეს არ მიიღებთ რამეს მიწიდან ან ჰაერიდან,
რომ გადაიქცეთ ცის-ვაზად ან იასამანად?

??????