ღვთის სხეული
ენერგია მომლოდინე ხელახალი განსხეულების.
და ბოლო-ბოლო სახიერდება წითელ მიხაკში - აი ღმერთი.
და ბოლო-ბოლო გვევლინება ელენესა და ნინონის ხატად
ყველა მშვენებით აღსავსე ქალი - ხილული ღმერთია
და მამაკაცი სპეტაკი და შეუპოვარი - მითუმეტეს.
არაა ღმერთი,
ყაყაჩოების და მფრინავი თევზების,
მომღერალი მამაკაცებისა და მზის გულზე თმისმვარცხნელ ქალთა გარეშე
ყოველივე მშვენიერი ღმერთია.
და უნდა იცხოვროს ღმერთმა ჩვენს შორის
და დაგვშორდეს იესოსავით.
უხორცო მხოლოდ უძლურებაა.