ახალგაზრდა ცოლი
ბოლოს მომიღებს ადრე თუ გვიან.
მაშინებს შენი სიყვარული
შენს სხეულში აქვს სათავე წყვდიადს
და თვალებზე გაქვს მიხატული
ღამე, როდესაც მიყურებ მე.
ო, არასოდეს მინახავს მზე
ჩრდილებით ასე დასახლებული
და ახლა ყველა მაღალი ხე
ზურგით რომ არის შებრუნებული
მზისკენ, დაჰყურებს მიწას და ჩრდილს,
რომელსაც თავად ფენს.
წყვდიადი არის ჩასაფრებული
ყველა ნათელი არსების უკან.
და თუმცა მინდა მღერა და ბუქნა,
უცხო სიბნელემ ისე მოხიბლა
ჩემი თვალები - ვერ ვწყდები უკუნს
თასის გარშემო გუბეებად რომ მიმოღვრილა.
მაგრამ, უსმინე, ამას რა ქვია.
მინდვრად ოდნავი ღვლივი ხმათა
ჰგავს ცარიელი ნიჟარის შრიალს
და ეს სიკვდილი ქოშინებს, სადაც
ტყის ყვავილები გვირგვინებს ხრიან
და ცაზე ტოროლაა მიხატული.
შენი მტკივანი სიყვარული
ბოლოს მომიღებს ადრე თუ გვიან.