ლვოვსკი სტანისლავ
გაზიარება

* * * ნოემბერი ანესთეზიოლოგი გოგონა (მთარგმნელი: შოთა იათაშვილი) 

                            ოლეგ პაშჩენკოს

ნოემბერი ანესთეზიოლოგი გოგონა
მზით დამწვარ შიშველ სხეულზე
მოხურული ხალათით
იეროგლიფებით გავსებული
სისხლის ანალიზის ბლანკები
შეცდომებით აჭრელებული დილის კარნახები
დაფების სიშავე ოფლიან თითებში ჩაშლილი ცარცი
ფერი მასწავლებლის მელნისა
ცალხაზიანი რვეულის ფურცელში ჩაბუდებულ
ფსორიაზზე რომ გაწყებინებს ფიქრს
ქირურგი ჩურჩულებს
მას მიაჩნია რომ ბავშვები არაფერში არ არიან დამნაშავენი
რომ ოდესმე მაინც მოვკვდებით ძალიანაც რომ არ გვინდოდეს
ვრთავთ ტელევიზორს ლენინგრადის პროგრამაზე
ჩვენი სიზმრების ტრანსლაცია მიმდინარეობს:
მტვრიანი ქუჩა ნოვოკაინი
და ღია მასაჟი გულის

??????