ლასკერ-შიულერი ელზე
გაზიარება

ოქროს რაინდს (მთარგმნელი: ნაირა გელაშვილი) 

ყველაფერი ხარ, რაც ოქროსია
დიდ სამყაროში.

ახლა დავეძებ შენს ვარსკვლავებს
და არ მსურს ძილი.

დავენდოთ ბალახს,
აღარასდროს აღარ წამოვდგეთ.

და ამოვკოცნოთ
ჩვენი ხელებიდან
მათი ოცნებები.

ჩემი გული ვარდებს იგროვებს
შენი პირის მეწამულ ბაღთან.

უყვარხარ ჩემს თვალებს,
მათ პეპლებს იჭერ.

რაღა ვქნა ახლა,
როცა აღარ ხარ.

ჩემს ქუთუთოებს
შავი თოვლი სწვეთს.

როცა მოვკვდები,
ეწვიე ჩემს სულს
და ეთამაშე.

??????