* * * ჩამკვდარ სახლში ნივთთა ჯანყი მზაობს (მთარგმნელი: შოთა იათაშვილი)
ჩასწორება არცკი სცადო ამ დღის.
ჭიქა გატყდა სიხარულით, ბრაზით,
და სვიტრს თვალი ჩამოერღვა მხარზე.
ყველგან ქშინავს შეძულების შფოთვა.
ფანჯარასთან ნივთებს მოუყევი,
მდედრნი ყვითელ ჟილეტებში ხმელი
ფოთლის ბორცვით როგორ თამაშობენ.