თესლბრუნვა (მთარგმნელი: მიხეილ ქვლივიძე)
თესლბრუნვას
საჭიროებს.
ჭარხლის შემდეგ - ჭვავი ითესება, მიწის წიაღიდან პაწია
მწვანე
შადრევნებად ამოხეთქილი.
მერე დრო დგება, როცა მუხუდო, ცერცვი ან სამყურა უნდა
დაითესოს.
ზოგჯერ როიალზე დაკვრა მომინდება, ზოგჯერ - ნავით
გასეირნება,
ასევე - თავის დროზე - შენი წერილის წაკითხვა
ან შენი მოფერება მომინდება, ან წითელი ვაშლის ჩაკბეჩა,
ან სადმე
შორს გამგზავრება...