ივაშკევიჩი იაროსლავ
გაზიარება

* * * ჩემს სახლს (მთარგმნელი: მიხეილ ქვლივიძე) 

ჩემს სახლს
ვეება ო რ ი ო ნ ი თავს დასდგომია
ბრინჯაოს ჭიშკარივით

შუაში
სამი ლურსმანია ოქროსი

სახლი კი - თოვლს დაუფარავს
დაბალ-დაბალი
უფოთლო ხეებით გარემოცული

რა საწყლად გამოიყურება
ჩემი სახლის ყველა საზრუნავი
ამ უზარმაზარ გაყინულ ცის ქვეშ

რა მკრთალად ბჟუტავს
აწ უკვე ერთადერთი
ოქროს ფანჯარა

თან ისეთი სიცივეა!

იქ კი -
ორიონის ჭიშკრის მიღმა
ჩემი ნამდვილი სახლია
მ ა რ ა დ ი უ ლ ი.

??????