თრაკლი გეორგ
გაზიარება

მოხეტიალე (მთარგმნელი: ნაირა გელაშვილი) 

დაესვენება თეთრი ღამე ისევ ეულ სერს,
სადაც ხმიანებს თვალუწვდენი ალვა ვერცხლისებრ,
ვარსკვლავნი და ქვანი არიან.

კლდიდან ეცემა ნაკადული, ძილში წასული
პატარა ხიდი ირკალება მაღლა, კლდის თავზე.
ყრმას გარდაცვლილი მისდევს იერი,
ნამგალა მთვარე ვარდისფერ ხევში

შორს ალოცებულ მწყემსებისგან. ძველ ქვიანეთში
ბროლის თვალთაგან იმზირება წყნარად გომბეშო.
იღვიძებს ქარი ყვავილივით, მკვდრისებრ არსების
სტვენა ჩიტური,
და ამწვანდება ნაბიჯები ტყეში ნელი-ნელ.

ეს გაახსენებს ხესა და ცხოველს; ხავსის ნელი საფეხურები
და მთვარე,
ბრწყინვით რომ იძირება მწუხარე წყლებში.
ის კვლავ ბრუნდება, იარება მწვანე ნაპირთან
და მიირწევა შავ გონდოლათი დაქცეული ქალაქის გულში.

??????