აღსასრული (მთარგმნელი: ნაირა გელაშვილი)
გადაევლო გუნდი ფრინველთა.
მწუხრის ჟამს ჩვენი ვარსკვლავებიდან ყინულოვანი ქარი რამ მოჰბერს.
ჩვენს სამარეებს
ღამე ჩამსხვრეულ შუბლს ჩამოაყრდნობს,
მუხებქვეშ ვერცხლის ნავში ვირწევით.
რეკავს ქალაქის თეთრი კედლები.
ეკლის თაღებქვეშ, ო, ძმაო, ჩემო,
ჩვენ _ ბრმა ისრები, უციფერბლატო,
შუაღამისკენ მივინამქრებით.