ეხინი კრისტინა
გაზიარება

* * *გააგზავნო ბავშვები (მთარგმნელი: შოთა იათაშვილი) 

გააგზავნო ბავშვები
მრგვალი მუცლიდან
მრავალსართულიანი სახლის ბინაში
ხორცისა და სისხლის ტიტინიდან
გაქვავებულ ბეტონზე
ქვიშსაყრელის იდეალურ კვადრატში
ლითონის სათამაშოებთან
ნაყოფის წყლებს
გამოჰყავთ ისინი ლიფტთან
საწვიმარიან საბავშვო ეტლთან
ავტომობილის უკანა სავარძელთან
სხედან ისინი ლინოლეუმზე ბაღში
ენატრებათ დედა
და ელიან მამას

??????