დიკინსონი ემილი
გაზიარება

* * * ეს გული, ნეკნზე გადანაფლეთი (მთარგმნელი: დავით ახალაძე) 

ეს გული, ნეკნზე გადანაფლეთი,
მისაძინებლად როცა მოიცლის,
ვერც კი გაიგებს, რომ დასავლეთით
დღე გაუხიზნავს მთვარეს მოვერცხლილს;
რომ დაეფინა ღამე გუმბათებს
და ვარსკვლავები გაახალისა,
რომ მზე ჩასული სულ სხვას უნათებს
და სხვაგან დგება დილა ხვალისა.

და ზოგჯერ ხდება, რომ ანგელოზთა
დასი მფარველობს ამ გულს დამტვერილს
და სინანულის სამფლობელოდან
უფალთან მიაქვს ჩუმი ნატვრები -
იქ, სადაც არის მხოლოდ ნუგეში,
იქ, სადაც ქარი დარმა შემუსრა -
რომ უფლის ცისფერ ნავსაყუდელში
გაუადვილდეთ გემებს შემოსვლა.

??????