გუმილიოვი ნიკოლაი
გაზიარება

* * * ჩემი სამყარო (მთარგმნელი: ნინო სვანიძე) 

ჩემი სამყარო, მღელვარე და ახირებული,
თავს არაერთხელ გაგახსენებს, ასე მგონია,
რადგან სიმღერა, ცეცხლის ალით გახურებული,
უტყუარია, სხვაგან არსად გამიგონია.

თუმც ამ სამყაროს გულის კარი შენ დაუხურე,
აღარ ინდომე, გეცოტავა, ანდა გებევრა,
ალბათ ღმერთისგან სხვა მე არა დავიმსახურე,
იქნებ ლექსებიც უკეთესად უნდა მეწერა.

მაგრამ ვიცი, რომ ქედმოხრილი ამ მოგონებით,
ღონემიხდილი, მოკრძალებით იტყვი, გაბედავ:
"მომაჯადოვე შენი ჩუმი მშვენიერებით,
უცხო სამყაროს მოუქნელო უბრალოებავ".

??????