ბუონაროტი მიქელანჯელო
გაზიარება

* * * ო, სიბნელეო, შენეული რიდე და ფარდა (მთარგმნელი: ჯემალ აჯიაშვილი) 

ო, სიბნელეო, შენეული რიდე და ფარდა -
ღამე, რომელიც მაშვრალთათვის დია მარგია, -
მიყუჩებს ყოველს, როგორც ძილი და ლეთარგია,
ფიქრის და განსჯის, ქმედების და ოცნების გარდა.

შენდა მოვილტვი, დღენიადაგ გარჯაში ვარ და
ხილვებს, რომელთა საიდუმლო შენში მარხია,
იჩემებს ფუყე სინამდვილე, ვით თვითმარქვია,
რომ შთაგონებას შეახოცოს ბინძური კალთა.

აწ განმარიდე სალმობანი, ამასღა გვედრი,
შემიმსუბუქე ულმობელი წერა და ხვედრი,
სიკვდილის დაო უმრწემესო, -მწუხრო და ჩრდილო, -
რომ სიხარულად მოაქციო დაღლილი მრევლი,
წაჰგვარო დრო-ჟამს უნუგეშო სნეულის ცრემლი
და დავიწყებას - ხელოვანის ფუნჯი და ტილო...

??????