* * * მიწისთვის ერთკერძ მუშაკობენ მხეცნი და კაცნი (მთარგმნელი: ჯემალ აჯიაშვილი)
და როცა სული მეუფისა ცისკენ გვეწევა, -
ქვის ქმნილებაში იკვეთება და იძერწება
უზენაესის ჩანაფიქრი, შრომა და ღვაწლი.
და მეც შენს ნებას, სიცოცხლეო, არა და არ ვცვლი,
თუმც გაზაფხულის მოლოდინში - როგორც ენძელა, -
დამზრალი სული ყინულეთში დაიძენძება,
რომ ხელში შეგვრჩეს გულქვაობა, სუსხი და ღვარძლი.
რას იზამ, სულო, ტკივილები ვერ დავიამეთ,
დაბნელდა ცა და, სიჩუმეში, ცივ და ყიამეთ
ღამის წყვდიადში გადაეშვა ნათება მნათის.
ან ამ უაზრო ცისქვეშეთში ვით ვიარსებო,
როცა ბოროტი კეთილს ძალავს, ხოლო გარშემო
ისმის ფუთფუთი წარმავლობის - ხრწნილის და ხრწნადის....