ბუკოვსკი ჩარლზ
გაზიარება

ომი (მთარგმნელი: ზვიად რატიანი) 

ომი, ომი, ომი,
ყვითელი ურჩხული,
მშთანთქმელი ტვინის
და სხეულის.
ომი,
აუწერელი,
შეშლილების
განცხრომა,
ვერდაკაცებული მამაკაცების
ბოლო არგუმენტი.
რა უნდა მას?
რა გვინდა ჩვენ?
მიახლოვება
უკანასკნელი შესაძლებლობის
უკანასკნელ გაელვებასთან.
აი, დარჩა ერთი ყვავილი.
აი, დარჩა ერთი წამი.
აი, ახლა კი ასე ისუნთქეთ.

??????