გამოჭერილი (მთარგმნელი: ზვიად რატიანი)
შეიძლება მანეკენი შეგრჩეთ ხელში.
არ გახადოთ მანეკენს,
შეიძლება ხელში შეგრჩეთ
ჩემი სიყვარული.
მან რახანია
დამივიწყა.
ის
კეკლუცობს
ახალ ქუდებში
და გამოიყურება ისე მიმზიდველად,
როგორც არასდროს.
ის ბავშვია,
მანეკენია,
სიკვდილია.
არ შემიძლია
მეზიზღებოდეს.
ის არაფერს აკეთებდა
განსაკუთრებულს.
მე უბრალოდ მინდოდა,
რომ ის