ბოსკე ალენ
გაზიარება

კითხვები (მთარგმნელი: გიორგი ეკიზაშვილი) 

და ჰკითხეს წინასწარმეტყველთ:
"ღმერთები უკვდავნი არიან თუ მოკვდავნი?"
და უპასუხეს წინასწარმეტყველებმა:
"ჩვენ არ გვეგების ამის ცოდნა".
და ისევ ჰკითხეს:
"სამყარო უსასრულოა თუ სასრული?"
და უპასუხეს:
"ყოველი ჩვენგანი ამ კითხვას უსვამს საკუთარ თავს".
და ისევ ჰკითხეს:
"სხეული სულის ფორმაა თუ პირუკუ?"
და უპასუხეს:
"ჩვენც თქვენებრ ვკითხულობთ ამას".
და ისევ ჰკითხეს:
"სიკვდილის შემდეგ თუ არსებობს სიცოცხლე?"
და უპასუხეს:
"მხოლოდ იმედი. სიმართლე არვინ უწყის".
და ისევ ჰკითხეს:
"ჭეშმარიტი გადასწონის სიყალბეს?"
და უპასუხეს:
"ასე რომ იყოს..."
და მაშინ მოაშთეს სრულად წინასწარმეტყველი ყოველი
და ეს გიჟური კითხვები დაუსვეს
ბაობაბს, მდინარეს, ჯეირანს,
წითელ მარმარილოს,
ქარის ქროლვას
და იქმნენ ნეტარნი,
რამეთუ ვერ ახსნეს
დუმილი მათი.

??????