ხე, ნათურა (მთარგმნელი: გიორგი ეკიზაშვილი)
ჩიტი საკუთარ სიმღერას გადაასწრებს და ქრება.
კაბის სიწითლე ანათებს შორეთს და მაღალ ზეცას
გადაავლებს უძველესი ტკივილის ფერებს.
ოი, უმწეო მხარე,
მთრთოლვარე ხელში ნათურის ალი,
სამყაროს წვენის მარადიული თვლემა,
გატეხილი სულის ნელი ამოსუნთქვა.
შენ გიზიდავს წამი, როს ფერმიხდილი შუქი
ინავლება და დღის სინათლეში ოცნებებს ეძლევა.
კარგად უწყი, რა ნაღველს ფარავს განკურნებული გული,
ნაპირზე გასული ღონემიხდილი პატარა ნავი.