ბლაი რობერტ
გაზიარება

საშობაოდ, როცა მშობლები შინ მიმყავდა (მთარგმნელი: დათო გაბუნიაი) 

როცა მშობლები თოვლიანი გზებით მიმყავდა შინ,
მათი სიმყიფე შეყოყმანდა მთების კალთებზე.
კლდეს გადავძახე,
მხოლოდ თოვლმა გამცა პასუხი.
ისინი ჩუმად საუბრობენ
ჩანჩქერსა და ფორთოხლის ჭამაზე,
შვილიშვილის სურათზე, წუხელ რომ დარჩათ.
სახლის კარს როცა გააღებენ, უჩინარდებინა
და სადღაც ტყეში წაქცეული მუხის ხმა
ვისღა ესმის მრავალი მილის სიჩუმეში?
ისინი ისე ახლოს დამსხდარან... თითქოს თოვლმა მიაჭეჭყაო.

??????