მანქანით ქალაქისაკენ, წერილის გასაგზავნად (მთარგმნელი: დათო გაბუნია)
ღამე ცივი და თოვლიანი. მთავარ ქუჩაზე არავინაა.
მარტო თოვლის ფიფქები ცვივა.
რკინის სიცივე ჩემში გადმოდის, როცა საფოსტო ყუთს ხელს ვახლებ.
როგორ მიყვარს ინტიმურობა, რაც ამ თოვლიან ღამეს თან ახლავს.
კიდევ ცოტას ვიხეტიალებ ჩემი მანქანით,
კიდევ ცოტა დროს დავკარგავ.