ბლაი რობერტ
გაზიარება

თოვლი ნაშუადღევს (მთარგმნელი: დათო გაბუნია) 

1
მდელო ნახევრად დაფარულა თოვლით.
თოვლი სწორედ ისეთი იყო, გვიან ნაშუადღევ,ს რომ მოდის,
ახლა კი ბალახის პაწია სახლები ბნელდებიან.

2
ხელით რომ მივწვდე დაბლა მიწას,
სიბნელეს მუჭით ავიღებდი!
სიბნელე თურმე სულ იქ იყო, ჩვენ ვერ ვამჩნევდით.

3
როგორც კი თოვლი დამძიმდება, ხორბლის თავთავი
სიშორეში თითქოს ბნელდება,
ბეღელი სახლთან ახლოს მოდის.
აბობოქრებულ ქარიშხალში მარტო დადის თითქოს ბეღელი.

4
ბეღელი ხორბლით ავსებულა, ჩვენკენ მოიწევს...
ჩვენკენ მოიწევს, როგორც მძვინვარე ზღვაში - გემი;
მეზღვაურები ამ გემბანზე წლების მანძილზე ბრმები ყოფილან.

??????