ბლაი რობერტ
გაზიარება

განდეგილი (მთარგმნელი: დათო გაბუნია) 

სიბნელე ცვივა სიბნელეში, კიდით კიდემდე.
და არის კაცი, სრულყოფილად მთელი სხეულით.
დგას და ზურგსუკან ქარიშხალი უტრიალებს
და ბალახები ირწევიან ქარის ქროლაში.
სიბნელე ნაოჭებად აკინძულა
მის ფერხთით.
ის არარაა. როცა ვიხილავთ
მას, ვმშვიდდებით
და მივუყვებით მხიარული სიკვდილის გვირაბს.

??????