ბალმონტი კონსტანტინ
გაზიარება

* * * დამნებდა ისე - სიტყვა არ უთქვამს (მთარგმნელი: ნინო სვანიძე) 

დამნებდა ისე - სიტყვა არ უთქვამს,
ნაზად და უხმოდ ნაამბორევი,
თითქოს ღრუბლების ვისმენდი სუნთქვას
და რა ღრმა იყო იმ ზღვის მორევი.

არ უხვეწნია - "კმარა, არ გინდა",
ჩემგან არც აღთქმას ელოდებოდა,
და რა საამოდ მერე აგრილდა -
ღამე სარკმელს რომ ეთხოვებოდა.

არ აშინებდა არც საზღაური,
არც უფიქრია - ისე მომენდო.
ცაზე კი ზღაპრულ ღამის დასტური -
მარადიული ვარსკვლავი ენთო.

??????