ალიოხინი ალექსეი
გაზიარება

ატლანტიდა (მთარგმნელი: შოთა იათაშვილი) 

ფსკერზე
დახეტიალობენ ნიჟარასხმული ადამიანები
და მზერას აპარებენ ზეცისაკენ,
იქ, სადაც დაცურავენ
სუპერტანკერების, იახტების, აუზებითა და კაზინოებით კეთილმოწყობილი
მრავალგემბანიანი თეთრი სასტუმროების მუქი ძირები
და ყველანი ელიან
როდის დაეშვება მათთან აკვალანგიანი ღმერთი.

??????