უგულავა ედუარდ
გაზიარება

*** "ყოფა ჩვენი არც ადრეა და არც გვიან" ექსკლიუზივი

ყოფა ჩვენი არც ადრეა და არც გვიან.
ყური უგდე, რა გარკვევით ამბობს გული,
ყველა წამი რომ წინასწარ დათვლილია
და ყველა დღე სველი თითით დაფურცლული.
ალბათ, იცი, მაგრამ მაინც მინდა გითხრა,
(როცა სწუხარ და ხელებში მალავ სახეს),
დაბადებას თუ არავინ დაგვეკითხა,
აბა, სიკვდილს ვინ მოცლილი შეგვითანხმებს.

??????