ვცოცხლობ და... ექსკლიუზივი
ვერც მე ვუცქერ ამ ცხოვრებას შუშიდან
და ძვალ-რბილში არც იმედად მევსები.
არ ვწერ ლექსებს,
მაგრამ ვერ ვარ გულმშვიდად,
ლექსს დავწერ და ვერ მშველიან ლექსები.
რადგან ირგვლივ ისე მღვრიე ნისლია,
ვერ გხედავ და ოფლი დამდის ღვარული.
არ მიყვარდე, ალბათ, არ შემიძლია,
მიყვარხარ და მიჭირს ეს სიყვარული.
იქნებ ჯობდა, რომ მქონოდა სხვა გული,
ქვის სიმძიმე და იმედის მომცემი,
თორემ ტვინი, ფიქრით შემობარული,
ამოივსო დარდით და გაოცებით.
და მეც ისე ვიცნობ მიწის სარეცელს,
რომ ვერ შევძლებ მზესთან ახლო მივცოცდე.
ვცოცხლდები და კვლავ სამარეს დავეძებ,
შიგ ვწვები და მენატრება სიცოცხლე.