უგულავა ედუარდ
გაზიარება

*** "ხან მდიდარს, ხან ღარიბს" ექსკლიუზივი

ხან მდიდარს, ხან ღარიბს,
ჯანმრთელს თუ საპყარს,
ვინ იცის, რამდენი რამ უნდა გსურდეს,
ბალახი შეგიჭამს საყვარელ საფლავს,
თუ ქარი დაგინგრევს ერთადერთ ბუდეს,
დროს ნერვებს აუწყობ, თუ ყელში წვდები,
მოელი მომავალს, თუ წარსულს გემობ,
საშინელ სისწრაფით მიგათრევს წლები
იმ ქვეყნად და მაინც, ადამის გენო,
აიტან სიბერეს, გაიტან ზამთარს,
სიცოცხლეს ღვინიან ჯამივით დაცლი...
შენ ბრძოლა მითხარი საკუთარ თავთან,
სხვა რამეს, როგორმე, გაუძლებს კაცი.

??????