უგულავა ედუარდ
გაზიარება

იქნებ თქვა... ექსკლიუზივი

წარსულთან ჩურჩულს არ იშლი და
ბავშვივით მძინარ წუთებს მპარავ
და მძიმედ ვიღებ ბალიშიდან
ფიქრებით სავსე თავის ქალას;
და მახვევ ყელზე ღამის სიგრძეს,
ცრემლებით თვალებგალუმპულო.
თქვი მაინც, რატომ გამაღვიძე,
სიზმარზე ლამაზს რას ვუყურო?!

??????