ჯავახიშვილი თემო
გაზიარება

* * * ჩემო ჯონათან 

ჩემო ჯონათან,
მენატრები... შენზე ვლოცულობ.
ვიცი გულს გატკენ,
დაგვაშორეს ერთმანეთს ყველა.
მე სხვა ლაგერში გადამიყვანეს
და ფრენის საქმეც კარგად ვერაა.
ვეღარც ვვარჯიშობ... დამემტვრა ფრთები,
ბაზაში კი არაფერი არ იშოვება...
მე ხშირად ვტირი.
მახსენდები და...
ისეთი გრძნობა მიჩნდება,
რომ ვერასდროს გნახავ.
ახლა ფრთები თუ მიშველის,
მხოლოდ ფრთები...
შენ დამრჩი...
შენღა... იმედად
შენს პასუხს ველი,
იქნება რამე მომიხერხო...
გამომიგზავნო...
თუნდ იყოს ძველი.
ვლოცულობ შენზე და
გელოდები.

??????