* * * მივდიოდით
მივდიოდით და
მანქანების ხმაურსა და ნაბოლქვსა ვსვამდით.
საღამოს ბინდში
მოქანავე კვიპაროსის შავ ჩრდილსა ვსვამდით.
სანაპიროსთან - ხიდებს ვსვამდით
რიკულებს ვსვამდით
ცაზე დაკიდულ თოლიათა მანევრებს ვსვამდით
მტკვრის ტალღებზე
ყვითლად მიხატულ ანარეკლს ვსვამდით
შეყვარებულთა კოცნას ვსვამდით
ახლა უკვე ვიჯექით და
ვსვამდით რქაწითელს.
მზერით ვსვამდით:
ჟანგისფერებს
ჩოგბურთის კორტებს
სახურავებს
სქელ კვამლს
ცის კიდეს
გუშინდელ დღეს
გადამწვარ მზეს
გამორთულ მზეს
მესამის ხსოვნას
ვსვამდით სიჩუმეს
და ის მესამეც
ჩვენთან ერთად თვალგაშტერებით
სვამდა გარემოს:
შებინდებას
მთვარის სიმკრთალეს
ხის სილუეტებს
სახლების კონტურს
ძაღლების წანწალს
ქალის ქვითინს