ჯავახაძე ვახტანგ
გაზიარება

ორი პროფილი 

სახე - საპროფილე,
სახლი - საპყრობილე, -
დავაკმაყოფილე, დავიკმაყოფილე.
მამის აპათია -
შვილმა მაპატია,
ახლა არაფერი აღარ მაბადია.
ხშირად ასეც ხდება:
უცებ ასიცხდება,
სისხლი გაწყალდება, წყალი გასისხლდება.
ძველი პროფილები -
უარყოფილები -
მოვლენ, ხელმეორედ დავეძმობილები.
მოვა ნათესავი -
მოკამათესავით -
რუსთაველივით და - არა დანტესავით.

??????