ჭელიძე ოთარ
გაზიარება

რამეთუ 

ნუ არხევ, მესკიავ, გადაფრინდი -
ალუბალს ტოტები დათრთვილვია;
ყველა ეგ ცოცხალი მარგალიტი
მისხლობით აწონილ დათვლილია...

ინათონ წამიერ გაბრწყინებით,
უზომოდ, უამრავ ავგაროზად,
რამეთუ ჩვენც ასე პაწიები
მოვჩანვართ ვეება სამყაროსთან.

ჩვენც ასე, ბუნების სიდიადე,
ჯადოსნურ წრესავით უსასრულო,
სივრცეში გაგვფანტავს უსათუოდ
და თრთვილით დაგვფარავს სიკვდილამდე.

??????