წიკლაური მამუკა
გაზიარება

სამშობლო 

ლელას და ბოცოს

თქვენ იქიდან ხართ, სადაც სიტყვებით,
როგორც გუთნებით, მამულებს ხნავენ,
თქვენ იქიდან ხართ, სადაც სიტყვებს სისხლში აწრთობენ.
. . .
ჩალხია საქორელმა ძმის ღია სამარესთან დაიფიცა:
- შენს მკვლელს შენს სიკვდილს არ შევარჩენ.
მამა-პაპათა სულს ვიფიცები,
მასაც შენი გზით გამოვგზავნიო!..
მაგრამ, ღვთის ნებით, არ ეწერა ამ ფიცს ახდენა -
ჩალხია უცებ დაიღუპა, ზვავმა დაახრჩო
და ცოლმა ასე დაიტირა მიცვალებული:
- დაილოცოს ჩვენი დიდი სალოცავი,
ზვავით ჩაგიხერგა ცოდვისკენ მიმავალი გზა;
ვერ დაიკლაკნა შენს სახეზე ცოდვა გველივით,
ცოდვა ვერ ჩადგა შენს თვალებში მღვრიე წყალივით;
ეგრე უებრო და უეკლო მიხვალ უფალთან...

??????