ცეცხლაძე გრიგოლ
გაზიარება

ირმები ქალწულის სიზმარში 

მას სძინავს,როგორც გაღიმებულ ბავშვს,
და ეზმანება სიზმრები ჩემზე.
/ალ. ბლოკი/

დავიკრებ იმედს,
მეყვსეულად მომეჩვენება:
მომეფერები,
შემათრთოლებ ნელი ამბორით,
დაგიშლი წყენით,
სიახლოვე თუმცა მწყურდება,
მე მეშინია...
უცხო თვალი,
ჩვენიანები.
შენი ალერსი,
როგორც ლექსი
ნაზი
თაგორის,
მე მიმარინდებს,
მერე ამბორს უფრო ახშირებ,
უცებ ოთახში
შემოდიან ბნელში ქურდები
და ჩამოშლილ თმებს შევაფარებ
შიშისგან შირმებს...
ისევ შენ მოხვალ,
შემოიყვან ჩვენს ბაღში ირმებს,
მოხვალ და მოსვლა სიხარულით
გამიხარდება.


1917

??????