ლექსი მძიმე დღის ნათელისა
ქადაგებაი წმიდისა ილია მეორისა,
სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქისა
სიონსა შინა, თბილისსა, ამა წლის აპრილისა შვიდსა,
ვმსახურებდი და ვიდექ აქა,
სამყოფელსა შიგან ბოროტსა და კეთილისასა, განვივლტოდი და
მაბრუნებდა ძალაი უხილავი ჩემის თვალთათვის
სი-ენ-ენს ყალბსა, წუმპესა ინფორმაციისასა
საჭვრეტასა, თავბრუის ტრიალითა და კოსუმოსით
ქალასა შიგან, სიყუარულით ნაკლულთაი დათა და
ძმათა შორის, იუგოსლავიის მეტეორნი ცეცხლთა ქალაქის
წარმოგზავნილნი და წარმხოცელნი,
თვალნი ქალისა და წარბნი, ბაგენი,
სიტყვაი საყვედურისა სახელმწიფოსი
მიმართ ქრისტეანეთასა დუმილად მდგომთა უცნობ სახლ-კართა,
თმანი შეღებილნი ოქროსა ფერსა ანუ ხნასა ალისფერისა, ღვთისა
სიტყუაი დარჩენილი უდაბნოსა შინა უმწეოდ, რომელსა
ჰფარავს სიტყუაი მკრთომი რადიოთა და ეთერთა შორის,
სიტყუაი ბეჭდილ,რომელ წარხოცავს დჰარმასა
ღვთიურს და შეაწუხებს გულსა
კაცთასა უგუნებოდ და ნების აღმფხვრელ.
თვალნი ქალისა მიმზერენ, როგორც ღმერთის ლამპარი, არა უტყვნი,
მინდობილნი სიზმარს ცხოვრებას, როგორც დუმილით დევნის
წყალი ტალღებს საკუთართ უხილავისგან სათავისაგან, ანდა
ქარნი მარხვიან თვისთა სიცელქეთ ამა მწუხარეთ შორის.
აღმუხდის მზეი, გაკაშკაშდა ჩვენი სადგომი მთიდან მთამდის,
სივრცე უჰლევი, გასხივოსნდა
სიმშვიდის შუქით ტერიტორია მინდვრის და ტყეთა.
გემნი აღიძვრიან დასაპყრობად სიზმარ-სიცოცხლის,
და ფრთებს განშლიან თოლიანი
დაბადების თუ სიკვდილის წინარ, სარეცლებზე წყლების და მიწის.
აღმუხდის მზეი, ცნობას წარადგენს კაცი ყოველი, ვის რა დააკლდა,
პური ან ღვინო, ბოსტნეული ხელთუპყრობელი,
სიტყვა ღვთიური, ვით უმრუდეს მაშხალთა ხმებით, ეშმაკნი
უსხედნ ატრაქციონს ლუნა პარკს გარდმო, და
ყულა სიტყუა ბეჭდურია არქივების საიდუმლოთა.
სიხარული მომდინარეობს სიყვარულისგან, არა არქივი, არა ცნობა.
არა ხსოვნანი უსარგებლო ყოველ სულდგმულთა, გადაგდებული
თაიგულები, დაშვებულნი აფრანი გულის, აჰა ესერა ხვალად
აღმართნენ, მზენი, ალამნი და გულსაკიდნი ამოტვიფრულნი,
მუხლის ცემანი წინაშე ღმერთის, წინაშე კაცის, კაცის და ქალის,
ცეცხლი საღამოს, მახვილი დილის და ცეცხლი ღამით.
7 აპრილი. 1999 წელი. ნიუ-იორკი.