* * * მზე ანათებს
გადაყრილ ქილებს, გასხივოსნება ნიუ იორკულად,
არ უბანავია დიდი ხანია, კაცი ბედნიერია,
ის იძახის ცუდ სიტყვას ხანდახან
და მიწიდან იღებს ერთცენტიან
დაჟანგებულ მონეტას,
შიდსიანი ხალხი ცეკვავს მწვანე ბაღში,
უსახლკარო კაცი მზეს უყურებს და
თვალებს ჭუტავს.