ჩიხლაძე დავით
გაზიარება

* * * მასონურ ლოჟაში შემთხვევით ადამიანი მოკლეს 

ასონურ ლოჟაში შემთხვევით ადამიანი მოკლეს
ის იდგა თვალახვეული, უნდა გაევლო სიკვდილის კარი,
იმიტაციისთვის ვედროს ურტყამდნენ მთელი ძალით, მაგრამ პისტოლეტის
გასროლა ნამდვილი აღმოჩნდა.
გარეთ მზე სიხარულით ანათებდა ყველასთვის ახალი ამოსული,
დღე ცუდად დაიწყო, ეს ყველამ გაიგო
ცოტა გვიან.
მსოფლიოში მასონურ ლოჟაში ადამიანი მოკლეს,
მას უნდოდა შეექმნა კარიერა და გაქცეოდა საკუთარ პროლეტარობას.
შენობაშიც და გარეთ იყო სიმშვიდე,
თითქოს წიგნებიდან ნასწავლი მოწყენილი
შუქი და უბრალოება.

??????