ჩიტიშვილი მანანა
გაზიარება

ერთხელ გამომიზაფხულე 

ღმერთო, განა რას გთხოვ ამდენს,
ვიდრე კარს შემიღებ სულეთს,
ცივი ზამთრის დადგომამდე
ერთხელ გამომიზაფხულე.

არც სტავრა და ოქსინონი,
ბროლის კოშკი, ვერცხლის ღობე -
არ მსურს,
ოღონდ იადონი
გულში ამომიგალობე.

როცა ოქროს წვიმა ცრიდა,
გამახსენე იგი ხანი,
ქნარის ჟღერა მეცხრე ციდან
თუ კვლავ ჩემად შევიცანი.

თუ რომ დარდი გაიეფდა,
რაც ამ წლებმა მომითვალეს, -
გულხელს თვითონ დავიკრეფ და
თვითონ დავიხუჭავ თვალებს.

??????