შველიძე ერეკლე
გაზიარება

* * * მე ჰოლანდიელი უნდა ვიყო 

მე ჰოლანდიელი უნდა ვიყო,
ქერა თმებით.
და იმის გამო, რომ ჰოლანდიის ნაკრები ფეხბურთში
მსოფლიო ჩემპიონატზე ვერ მოხვდა,
დავნაღვლიანდე,
მაგრამ ჩემმა გერლფრენდმა
უნდა გამომიკეთოს ხასიათი
საღამოს, ბარში, დახლთან შემომჯდარი
ლუდს რომ მოვითხოვ,
იმან უნდა თვალებზე ხელები მომაფაროს და:
აბა ვინა ვარ?
ამ შემთხვევაში ისიც ქერა იქნებოდა ჩემსავით.

??????