შველიძე ერეკლე
გაზიარება

* * * ვინ იყვნენ ის ცუდი ბიჭები 

ვინ იყვნენ ის ცუდი ბიჭები, დილის ცხრა საათზე რომ გამოდიოდნენ დაბარებულებივით,
უნივერსიტეტის პარკში და ლუდის ბოთლებს დასიებულ ტუჩებზე კოცნიდნენ.
ისინი ქანაობდნენ ექვს საათამდე, ცაში ავარდნილი ბიგელებივით და სამარცხვინოდ იფურთხებოდნენ,
მერე, ვინც იყვნენ, უკვე დაღამებულში, არყის ბოთლთან რიტუალური წრე შეეკრათ
და ციცქნიდნენ რაღაცას, საპნის გემო რომ დაჰკრავდა.
უნივერსიტეტის თავზე საქართველოს გაცრეცილი დროშა ფართხალებდა.
მათ არ იცოდნენ, როგორ უნდა დამსხდარიყვნენ და ესწავლათ
სახელმძღვანელოებთან უდრტვინველი ბერების გამომეტყველებით,
დაუძაბავად წასულიყვნენ სახლებში და შემთხვევით ყური მოეკრათ,
ტელევიზორიდან ვიღაც კოსტუმისკანიანი და ჰალსტუხიანი ნაძირალა.
როგორ ლუღლუღებდა ჭაობის გომბეშოსავით.
მათი დაცხრილული სხეულები ლივლივებდნენ არყის გაჟღენთილობით, მთვარის შუქში
და პარკში თითქმის არ ისმოდა ხეების შრიალი.

??????