ყუბანეიშვილი კოტე
გაზიარება

* * * ვეღარაფრით ვუმკურნალე ნაწლავებს 

ვეღარაფრით ვუმკურნალე ნაწლავებს
პროსტატისაც ვერ დავირტყი ნემსები
ბედი ალბათ მე იმიტომ მაწვალებს
სიმწრისგან რომ მაწერინოს ლექსები
ლექსის წერას თითქოს მთვარე მაძალებს
ფიქრის ვაგონს მიჰყავს რითმის რელსები
და მეც რადგან ვეღარ ვიტევ ამ ძალებს
სტრიქონებით ღამეს ვეალერსები

??????