ტელეფონით შელოცვა
სამოცდაშვიდი..."
გახსოვდეს, პოეტო, და თუ ვაჟკაცი ხარ,
იყავი მშვიდი!
მოკვდი და გაცოცხლდი! იცინე! იტირე!
იფიქრე! წერე!
ღვინო სვი, დათვერი და დასაძინებლად
მიბრძანდი მერე!
ძილშიც გაიხსენე ის ლურჯი სამოთხე,
სადაც ფრთებს შლიდი:
"ასოცდაცხრამეტი-ორმოცდათოთხმეტი-
სამოცდაშვიდი..."
რეკე და იცოდე: ორკაპიკიანი
საუბრის სიტკბო
ისეა, - საკუთარ სახლში ან მამულში
დაბრუნდი თითქო...
ყოფილა ამქვეყნად ბედი, ეს ოხერი,
ნატვრაზე დიდი:
"ასოცდაცხრამეტი - ორმოცდათოთხმეტი-
სამოცდაშვიდი..."