ქვლივიძე მიხეილ
გაზიარება

* * * გარეთ ქარია 

გარეთ ქარია. ძალიან მძლავრი
ქარია გარეთ და მე ამ ქარში
გავრბივარ, თუმცა ოთახში მძინავს.
გარეთ თოვლია. ძალიან დიდი
თოვლია გარეთ და მე ამ თოვლში
ვეფლობი, თუმცა ოთახში მძინავს.
ისვრიან გარეთ... და მერე ვიღაც
მოცელილივით ეცემა თოვლზე
და გაცივებულ თითებით ფხოჭნის
თოვლის ქათქათა ბალიშზე გაშლილ
წითელ ყაყაჩოს... და მე სისხლისგან
ვიცლები, თუმცა ოთახში მძინავს.

??????