* * * სიცოცხლე ამბობს
ნუ გეშინია ჩემი ძალიან.
ნახე, მეცა მაქვს სუდარები ათასნაირი.
ზოგი ფატაა, ზოგიც ფარდა მატარებელში.
მათ ვაფრიალებ მოხმობის ნიშნად.
ნახე, ჩემთანაც დასტირიან ტყეები ღამეს -
ანუ დღის ცხედარს -
ჩაშავებულს, მთვარედაჭყეტილს.
მათი ყმუილი რაღაც სულ სხვას მაგონებს მუდამ -
თითქოსდა მიწა
საყვირივით წაფრენია ხეებს ფესვებში...