საიათნოვა
გაზიარება

* * * შუაღამის ვარსკვლავივით ცაში ხარ 

შუაღამის ვარსკვლავივით ცაში ხარ,
ლალის ვარდო, ყანაში ხარ, მკაში ხარ,
გაზაფხულის იასავით მთაში ხარ,
სანთური ხარ, ქამანჩი ხარ, ტაში ხარ,
ზღვის პირველი ჯეირანი, რაში ხარ!
განა შენ არა გყოლია მოძღვარი?
რაზედ მოჰკალ ჩემისთანა საპყარი,
წამლისათვის მითხრეს შენი ჯადვარი!
შენსა სახეს ვერ გადმოსწერს მხატვარი,
ინდოეთის ყალამის ნაყაში ხარ!...
ჯიხვისავით თოვლიან მთას შაიცვლი,
ღრუბელსავით სავსე წვიმას ჩაიცლი,
ჯეირნივით მინდორში არ მაიცლი,
ერთ წუთაზედ ათას ფერად გაიცვლი
ვინც რომ გნახამს, ნაღველი ხარ, ვაში ხარ!

??????