რთველიაშვილი ზურაბ
გაზიარება

პოეზიის კოცონი 

ჩემი ყველა უჯრედის
უმცირესი ატომი
არის გრძელი ნახტომი
და კამათის მიზეზი.

მძვინვარება მოვთოკე
ამბოხებით აღძრულმა
რომ არ გადაებუგა მოთმინების ტაძარი.
მე გუგუნით დავძარი
მჭახე სიტყვის მხედრობა,
რომ მეხილა ნაკრძალი
აკრძალული ლოცვების,
გააფთრებულ ხანძარში იბადება ეპოქა!
იბადება ცეცხლიდან - პოეზიის კოცონი!..

??????