რთველიაშვილი ზურაბ
გაზიარება

მესა ... 

ყური დაუგდეთ გასტრონომის ალი-ლუ-იას,
ძეხვით და ლუდით მონათლული თაობის მესას -
ვინც წებოვანი ვაგინის ქვეშ დადო კისერი,
ვინც ყველის დახლთან დაიოთხა სამყაროს დედა.

ყური დაუგდეთ ტავერნების ალი-ლუ-იას!
ძეხვით და ლუდით მონათლული თაობის მესას -
ჩვენ ვეძებთ მამას მტვრიანი და გრძელი ქუჩებით
და სიგიჟემდე გადაღლილებს ეს უნდა გვეთქვა.

ყური დაუგდეთ პანელების ალი-ლუ-იას!
უძლური ტემბრით ჩურჩულებენ მშიერი ხმები -
ცეცხლოვან ხმლებით მონათლული ჩვენი თაობა
კვლავ შეასრულებს თავის მესას უფალო შენთვის.....

??????