უძილობა
ვერ მოვხუჭე თვალი წუხელ, - ავედევნე ღრუბლის ნახევს, აღარც ღმერთი შევაწუხე, აღარც სულდგმულს დავენახვე...
ვიტრიალე, როგორც კაბდომ, რომ მოთენდა, როს იალა, გულმა გარეთ გამომაგდო, გულმა ამახეტიალა.
ახლა ვდგავარ სანაპიროს, სადაც ერთხელ ვიდექ ოცის... ავი რომ არ დავაპირო, ქარი მცემს და წვიმა მკოცნის...
|